თსუ-ს აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის, სტუდენტური, სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი ,,აღმოსავლეთი’’ აცხადებს სტატიების მიღებას.
სტატიები თემატურად უნდა ეხებოდეს ახლო და შორეული აღმოსავლეთის: კულტურას, ისტორიას, პოლიტიკას, ენობრივ საკითხებსა თუ ლიტერატურას (მათ შორის, შესაძლებელია მოკლე თარგმანებიც);
გამზადებული და დასრულებული სტატიები უნდა გადმოგზავნოთ 14 ივნისის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: aghmosavleti@tsu.ge
სტატიის მომზადებამდე და გადაგზავნამდე, გაეცანით სტატიების გაფორმების ინსტრუქციას.